воскресенье, 2 марта 2014 г.

ნინო მამიაშვილის პროექტის პორტფოლიო


ტრენინგის მეცხრე დღე
ამ დღეს გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.კმაყოფილი ვარ ტრენერის დიანა მიქაძის გულმოდგინების და შრომისმოყვარეობით.იგი გასაგებად
გვიხსნიდა  და გვასწავლიდა.ყველაფერ ახალს სიამოვნებით გამოვიყენებ გაკვეთი-
ლების პროცეშსში.მთელი თვის მანძილზე ტრენინგზე იყო საუკეთესო სამუშაო ატმოსფერო.
ტრენინგის მერვე დღე

დასასრულს უახლოვდება ჩვენი სატრენინგო დღეები, საქმეში ჩაფლულები ვერც კი ვიგებთ , ისე გარბის დრო. დღეს გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, კითხვებს მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისთვის.
განვიხილეთ როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსები, ვისაუბრეთ წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებაზე, რეფლექსიაზე. დღემ ძალიან  საინტერესოდ ჩაიარა.  

пятница, 28 февраля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე
პედაგოგები გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, უკუკავშირის გამოყენებას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად და მოსწავლეთა ჩართვას შეფასების პროცესში. ვიმსჯელეთ შეფასების ფორმების შედგენაზე, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვაზე. ვისაუბრეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებასა და მათში თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე, მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით მასალების მომზადებაზე. მიმოვიხილეთ გარდნერის ,, მრავალმხრივი ინტელექტის თეორია'' და მისი პრაქტიკაში გამოყენება.
ტრენინგის მეექვსე დღე

ეს დღე იყო შედარებით ხალისიანი,რადგან განვიხილეთ პრეზენტაციები.მივიღეთ რჩევები კოლეგებისგან.გავიარეთ მეოთხე მოდული და  დავათვალიერეთ მოსწავლის ნიმუშები.წინ გველის კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული დღეები.





суббота, 22 февраля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე


  1. გავიარეთ მესამე მოდული.
  2. გავიუმჯობესეთ პრეზენტაციის პროგრამაზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
  3. ვიმუშავეთ ჩვენს პრეზენტაციაზე.
  4. მოვაწესრიგეთ ჩვენი პორთფოლიო.
  5. გავეცანით საავტორო უფლებებს.
  6. ვისაუბრეთ დაწყვილებებზე და უკუკავშირზე.
  7. ვისაუბრეთ ინტერნეტის გამოყენებაზე.
  8. განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურული ნიმუშები.
  9. ონლაინ,საკომუნიკაციო და კოლაბორაციული ინსტრუმენტები.

суббота, 15 февраля 2014 г.

 ტრენინგის მეოთხე დღე.

1-განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები.
2-შევქმენი დროში გაწერილი გეგმის მონახაზი.
3-მოვიფიქრეთ წინარე ცოდნისა და საჭიროების გამოვლენისათვის სტრატეგიები და განვიხილეთ.
4-საკუთარი პროექტებისათვის შეფასების ფორმის შექმნა დავიწყეთ. 
5-განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები დაგავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციის მონახაზი.